სერიალს ”ჩემი ცოლის დაქალები” და რუსთავი 2-ის პროექტების ვიდეოკონტენტს კომპანია Digital Ads გაავრცელებს

Digital Ads-ს ქართული და საერთაშორისო ინტერნეტ სივრცის ათვისების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს

ონლაინ სარეკლამო კომპანია Digital Ads-მა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან და ”ფორმულა პროესკო პროდაქშენთან” კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ის 2015 წლის თებერვლიდან აღნიშნული კომპანიების ვიდეო კონტენტის ონლაინ დისტრიბუციას განახორციელებს. საუბარია რუსთავი 2-ის ყველა პროექტის და ასევე ”ფორმულა პროესკო პროდაქშენის” სერიალის, ”ჩემი ცოლის დაქალების” ლეგალურ ონლაინ განთავსებაზე.

Digital Ads-ს ქართული და საერთაშორისო ინტერნეტ სივრცის ათვისების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სოციალური ქსელების, ასევე Digital რეკლამის სხვა მიმართულებით. როგორც კომპანია Digital Ads-ის დირექტორმა, ირაკლი ცინცაძემ განაცხადა, ქართულ რეალობაში ხშირია, როდესაც ამა თუ იმ ტელეპროექტის ინტერნეტში განთავსება საავტორო უფლებების დარღვევით ხდება. ამ ხელშეკრულებების გაფორმება კი ხელს შეუწყობს ქართულ ონლაინ სივრცეში კონტენტის ლეგალური გზებით გავრცელებას, რაც ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის გაჯანსაღებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

R