Turkish Airlines სახელს იცვლის

თურქეთის ეროვნული გადამყვანი კომპანია Turkish Airlines მიმართავს ქვეყნის პატენტების ბიუროს, შეცვალოს კომპანიის ინგლისურენოვანი სახელი თურქულით. კომპანია ითხოვს ეწოდოს Türkiye Havayollar - ინფორმაცია ტელეკომპანია TRT ავრცელებს.

ავიაკომპანიის მიერ სახელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ კომპანიის თვითმფრინავებზე უნდა იყოს დატანილი მისი თურქული სახელი ინგლისურის ნაცვლად.

გაზეთი Cumhuriyet აღნიშნავს, რომ 2017 წელს „თურქეთის ავიახაზები“ ამოღებულ იქნა იმ კომპანიების ჩამონათვალიდან, რომელთა პრივატიზება უნდა მომხდარიყო და დასძენს, რომ მისი აქციების 49,1% ეკუთვნის ქვეყნის ეროვნული კეთილდღეობის ფონდს. ამ ფონდის დოკუმენტებში კი კომპანიის სახელი ფიგურირებს თურქულად - Türkiye Havayollar. იგივე სახელი გვხვდება კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებში, რომლებიც თარიღდება 2015 წლით.

ცნობისთვის, თურქეთის ფლაგმანი კომპანია თითქმის 90-წლიან ისტორიას ითვლის. ის 1933 წელს შეიქმნა შიდა გადაყვანებისთვის.1947 წელს შედგა პირველი რეგულარული რეისი. კომპანია ბაზირებულია სტამბოლის ახალ აეროპორტში. ის მსოფლიოს 120 ქვეყნის 220 აეროპორტში ახორციელებს ფრენებს და ითვლება ერთ-ერთ უსმხვილეს ავიაკომპანიად მსოფლიოში.

კოკა კვირკველია