მორიგი რეკორდი - ერთ თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 136%-ით გაიზარდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილები ერთ თვეში, რეკორდულად, 136%-ით გაიზარდა. კერძოდ, ერონული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში უცხოეთიდან საქართველოში ჯამშ​ი, 505.7 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, აქედან 313.9 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს მაშინ, როდესაც წინა თვეში რუსეთიდან საქართველოში - 132.98 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მარტში - 27 მლნ აშშ დოლარი, ხოლო თებერვალში - 21.9 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც 2022 წელის მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 313.9 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 36.816 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 27.776 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 20.808 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 20.325 მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი - 16.069 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 13.311 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 8.127 მლნ აშშ დოლარი
  • ყირგიზეთი - 5.682 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 4.955 მლნ აშშ დოლარი

კახი ჩაკვეტაძე