ბიზნესლიტერატურა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად - „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე „ლურჯი ოკეანის“ წიგნების გამოწერა გახდა შესაძლებელი

სპეციალურად ბიზნესლიტერატურის მოყვარულებისთვის გამომცემლობა „პალიტრა L“ „ლურჯი ოკეანის“ წიგნების ყოველთვიური გამოწერის სერვისს ამატებს. გამომწერებს საშუალება ექნებათ, ყოველთვიურად სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ბიზნესლიტერატურა და „შეუმჩნევლად“ შეაგროვონ ყველაზე ძვირფასი კოლექცია, რაც მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

„ლურჯი ოკეანე“ გამოსცემს მსოფლიოში აღიარებული და წარმატებული მენტორების, ბიზნეს ლიდერების, ფსიქოლოგებისა და თავიანთ პროფესიაში სახელგანთქმული ადამიანების წიგნებს, რომელთაც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მკითხველი ჰყავს.

გამოწერით სარგებლობისას სერიების რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ, შესაბამისად, „ლურჯი ოკეანის“ წიგნებთან ერთად შეგიძლიათ შეუკვეთოთ დეტექტიური, ისტორიული და სხვა ჟანრის ლიტერატურაც.

ამ დრო­ის­თვის „პა­ლიტ­რა L“ 16 სე­რი­ის წიგ­ნებს გთა­ვა­ზობთ: „ლურჯი ოკეანე“; „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა წიგ­ნე­ბი; მინი წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცია, რომ­ლე­ბიც კი­თხვის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის საკ­მა­ოდ პრაქ­ტი­კუ­ლია; „ადა­მი­ა­ნი და ას­ტრო­ლო­გია“ - ას­ტრო­ლო­გის მიერ შედ­გე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას პლა­ნე­ტე­ბი­სა და თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის კავ­ში­რებ­ზე და სხვა; ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი კლა­სი­კა - მაინ რი­დის „უთა­ვო მხე­და­რი“, ჯეინ ოს­ტი­ნის „სი­ა­მა­ყე და ცრურ­წმე­ნა“, ჯორჯ ორუ­ე­ლის „აი­ვე­ნჰო“ და სხვა; ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის 4-ტო­მე­უ­ლი; აგა­ტა კრის­ტი და სხვა.

სერიების დეტალურად სანახავად დააჭირეთ აქ.

გა­მო­წე­რის ფასი 5 ლა­რი­დან იწყე­ბა. გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ თან­ხა ყო­ველ­თვი­უ­რად ჩა­მო­გეჭ­რე­ბათ და შეკ­ვე­თილ სე­რი­ას კუ­რი­ე­რი სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე მო­გი­ტანთ. შერ­ჩე­უ­ლი სე­რი­ის ის წიგ­ნე­ბი კი, რომელთა გა­მო­ცე­მა­ზეც „პა­ლიტ­რა L“ ჯერ კი­დევ მუ­შა­ობს, გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გად­მო­გე­ცე­მათ. ამას­თან, გა­მომ­წე­რებს წი­ნას­წარ შე­ეძ­ლე­ბათ წიგ­ნე­ბი გა­მო­ცე­მამ­დე და­ა­რე­ზერ­ვონ.

გამომცემლებისგან წიგნების გამოწერის სერვისი ხარჯეფექტურობის გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. რო­გორც გა­მომ­წერ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­ნიშ­ნავს, გარ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სი­სა, მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა წიგ­ნე­ბის მი­ღე­ბის ის ფორ­მა, რა­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი სთა­ვა­ზო­ბენ: შე­ფუთ­ვის გახ­სნა და სი­ახ­ლის აღ­მო­ჩე­ნა მათ სი­ა­მოვ­ნე­ბას ჰგვრით და სურ­ვილს უჩენთ, უფრო და უფრო მეტი წიგ­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რაც თა­ვის მხრივ კი­თხვის წა­ხა­ლი­სე­ბას უწყობს ხელს.

არ გამოტოვო ეს შანსი, შენც გახდი გამომწერი და ყველაზე მიიღე ყოველთვიურად ერთი წიგნი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად!

(R)