აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარებას გაუწევს, გარდა ადრე გამოყოფილი თანხებისა. ინფორმაცია ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში გამოქვეყნდა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარში აცნობა.

შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის დამატებით საარტილერიო დანადგარებს და სანაპირო თავდაცვის სისტემებს, ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალას და მოწინავე სარაკეტო სისტემებს. გარდა ამისა, შეერთებული შტატები უკრაინის მოსახლეობას 225 მილიონ აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის: სასმელ წყალს, მნიშვნელოვან მედიკამენტებსა და საკვებს, ასევე დაწყებულია თავშესაფრების მშენებლობა და პირდაპირი ფულადი გადასახადები ოჯახებისთვის ძირითადი ნივთების შესაძენად.

გაეროს 15 ივნისის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, დაღუპულია 4452 მშვიდობიანი მოქალაქე, 5531 კი მძიმედ დაშავდა. გაეროს ვერსიით, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რეალური რიცხვი გაცილებით მეტია.

უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ კი 5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

ეკა დარჩიაშვილი