გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრას, რომელიც ეროვნულ ბანკში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, 20 კომერციული ბანკის წარმომადგენელი ესწრება. შეხვედრის ძირითადი თემა ლარის კურსს უკავშირდება.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გაკეთდება.