მილიონერი „მეფე“ - როგორ გამოიყურება კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსის უძრავი ქონების პორტფოლიო

როდესაც NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეებზე არის საუბარი, მათ შორის ლებრონ ჯეიმსი ნამდვილად საპატიო ადგილს იკავებს. იგი ნამდვილი ვარსკვლავია, რომელსაც სხვადასხვა ფილმებშიც კი ეპატიჟებიან მონაწილეობის მისაღებად.

როგორც ცნობილია, მას უყვარს ძვირფასი ვილებისა და სასახლეების შეძენა. ლებრონ ჯეიმსი საკმაოდ შთამბეჭდავ უძრავ ქონებას ფლობს.

მისი ლოს ანჯელესში მდებარე პირველი სახლი, სხვა ცნობილი ვარსკვლავების მეზობლად მდებარეობს.

ბევერლი ჰილზის სახლი

36,8 მილიონი დოლარის ღირებულების Beverly Hills Compound აშენებულია 1930-იან წლებში. ვილას აქვს 8 საძინებელი, 11 აბაზანა და ყველა ის ფუფუნება, რომელსაც ვარსკვლავები ითხოვენ. 2,5 ჰექტარზე გაშენებული ვილა მოიცავს საკალათბურთო მოედანს, სპას, აუზს, ორანჟერეას და ა.შ.

ამას გარდა, ლებრონს ბრენტვუდში მდებარე ორი სხვა სახლი აქვს. მათი საერთო ღირებულება კი 80 მილიონ დოლარზე მეტია.

hom-1655385914.jpg

ამ ქონების გარდა ლებრონ ჯეიმსი ფლობს 2,9 მილიონი დოლარის სასახლეს. ლოს ანჟელესში მდებარე, 1986 წელს აშენებული უზარმაზარი ქონება შედგება ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან.

home1-1655385963.jpg

ვილა ლოს ანჯელესში

ლებრონ ჯეიმსის სახლის მოცულობა ლოს ანჯელესში, არის 15,846 კვადრატული ფუტი. სახლს აქვს ბრწყინვალე ონიქსის ბარი და მარანი! ადგილი იდეალურია ვიზიტორების გასართობად და სოციალური შეხვედრების მასპინძლობისთვის.

ჯეიმსის სპორტული დარბაზი ნაწილობრივ შიდა და ნახევრად ღიაა. ვარჯიშის შემდეგ მას შეუძლია განიტვირთოს ორთქლის ოთახში, საუნაში და მასაჟის ოთახში, რომლებიც სავარჯიშო დარბაზში მდებარეობს.

ეზოში ნახავთ სასიამოვნო ეზოს მარმარილოს იატაკით და დიდ ორნამენტულ სასადილო მაგიდას.

home2-1655385986.jpg

ბრენტვუდის სახლი

მისი მეორე რეზიდენცია არის ბრენტვუდში. ვილის გარემონტება 2015 წლის შეძენის შემდეგ, დამატებით 21 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.

მას აქვს 6 ოთახი და 7 აბაზანა.

home3-1655386014.jpg

ლებრონ ჯეიმის ვილა ოჰაიოში

ლებრონ ჯეიმსის ოჰაიოს რეზიდენცია მდებარეობს სამიტის ოლქში, აკრონის ჩრდილო-დასავლეთით. მან Bath Township-ის სახლი 2003 წელს შეიძინა და მომდევნო წლებში მან დამატებით 30000 კვადრატული ფუტი დაამატა. ახლა სასახლეში სულ 19 ოთახია, მათ შორის ექვსი საძინებელი, რვა აბაზანა, ბოულინგის მოედანი, ჩამწერი სტუდია, სახლის კინოთეატრი და აკვარიუმიც კი.

ახლა მისი ღირებულება 9 მილიონ დოლარზე მეტია.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი