Coca-Cola რუსეთში გაყიდვებსა და წარმოებას წყვეტს

კომპანია Coca-Cola Hellenic Bottling Company (HBC), არ აპირებს განაგრძოს მისი პროდუქციის წარმოება და გაყიდვები რუსეთის ფედერაციაში. დღეისათის Coca-Cola HBC და მისი კლიენტები რუსეთში გადასული არიან მარაგების ამოწურვაზე - წერს სააგენტო Reuters-ი ამერიკულ კომპანიაზე დაყრდნობით.

მარტში კომპანიამ გამოაცხადა რუსეთში ბიზნესის შემცირების შესახებ, კერძოდ, რუსეთის ბაზრისთვის საკუთარი სასმელებისთვის საჭირო ინგრედიენტების მიწოდების შეჩერებაზე.

მაისში კი Coca-Cola Co.-ს ხელმძღვანელმა ჯეიმს ქუინსიმ რუსეთის დატოვების შესაძლებლობა დაუშვა.

რუსეთში Coca-Cola HBC-ი 10 ქარხნით ოპერირებს. 2021 წელს კომპანიამ რუსეთში გაყიდვები 18,3%-ით გაზარდა 373,3 მლნ შეფუთვამდე (ერთ შეფუთვაში 5,7 ლიტრი სასმელია, ჯამში 2,1 მლრდ ლიტრი).

კოკა კვირკველია