გაზგასამართი სადგურიდან 112 ლარი გაიტაცეს

ყაჩაღობა მოხდა ფოთში. წუხელ, გვიან ღამით ორმა ნიღბიანმა პირმა ქალაქის ცენტრში განთავსებული მოძრავი გაზგასამართი სადგური დააყაჩაღა.

ყაჩაღობისას მუქარის ძალით მძარცველებმა 112 ლარი წაიღეს. შემთხვევის ადგილზე გაზგასამართ სადგურზე ორი თანამშრომელი და ტაქსის მძღოლი იმყოფებოდნენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.