„პოსეიდონი“ - რა აქცევს წყალქვეშა კურორტს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულად მსოფლიოში

Poseidon Undersea Resorts შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ადგილი მოგზაურობისთვის, რაც კი ოდესმე შექმნილა. ფიჯის სანაპიროსთან ახლოს, მსოფლიოში პირველი წყალქვეშა კურორტი ზღაპარს გავს.

US Submarines Inc.-ის პრეზიდენტის ლ. ბრიუს ჯონსის ქმნილება - კურორტი “პოსეიდონი“ მდებარეობს 40 ფუტის სიღრმეზე და მოიცავს წყალქვეშა რესტორნებს, სპას, გოლფის მოედანს, ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, სარიტუალო სივრცეს, სამლოცველოს და სხვა უამრავ გასართობ ადგილს.

hnjhlohnjl-1655467323.jpg

Guide Tropical-ის თანახმად, შვიდდღიანი დასვენება ერთ ადამიანზე დაახლოებით 15,000 დოლარი ეღირება. წყვილისთვის კი იგივე პერიოდის ფასი დაახლოებით 30,000 დოლარი იქნება.

ხუთვარსკვლავიანი კურორტი გთავაზობთ დასვენებას კერძო სანაპიროზე, წყალში ან წყლის ქვეშ. მთლიანი ქონება განლაგებულია 38000 კვადრატულ ფუტზე. წყალქვეშა ლუქსი აგებულია გამჭვირვალე შუშით, რაც სტუმრებს აძლევს წყალქვეშა საზღვაო ცხოვრების პანორამულ ხედს.

hnjlnhjouyhjol-1655467347.jpg

150 000-ზე მეტი ადამიანი კურორტზე უკვე დარეგისტრირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ წელიწადში მხოლოდ 7200 ჯავშნის მიღება შეუძლიათ.

წყალქვეშა ლუქსის შიგნით

ytfj6idx6-1655467379.jpg

ოკეანის ზემოთ მდებარე ძვირად ღირებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მსგავსად, სტუმრები იპოვიან უმაღლესი დონის დიდ საწოლს ძვირად ღირებული თეთრეულით, ლაუნჯის ზონით, Wi-Fi ინტერნეტის მაღალსიჩქარიანი წვდომით.

სველი წერტილები მოიცავს დიდ აბაზანას, ორმაგ ნიჟარას და საშხაპეს. ეს გამჭვირვალე კედლები ასევე შეიძლება გახდეს გაუმჭვირვალე სტუმრებისთვის, რომლებსაც კონფუდენციალურობა სურთ.

deyhuuwsus-1655467432.jpg

სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გამოკვებონ თევზი გარეთ, ხოლო თითოეულ ლუქს აქვს საკუთარი წყალქვეშა განათება, რომელიც კონტროლდება ოთახის შიგნიდან. Poseidon Resorts-ის თანახმად, თითოეული ლუქსი ასევე მოიცავს საკუთარ გარე მარჯნის ბაღს, ასე რომ, თუ გსურთ გაატაროთ თქვენი დრო უბრალოდ ფანჯრიდან ყურებით და საზღვაო ცხოვრებით ტკბობით, ეს გასაგები იქნება.

yto965tfo607f-1655467454.jpg

ტრიტონი

კურორტს საკუტარი რობოტები -ტრიტონები ჰყავს, რაც დამსვენებელს ოკეანეში თავისუფლად სეირნობის საშუალებას მისცემს.

tyo597o5fo75-1655467480.jpg

ქორწილი ზღვის ქვეშ

სურვილის მიხედვით, საქორწილო კონსულტანტები “პოსეიდნოში“ დაუვიწყარ ცერემონიალს დაგიგეგმავენ. წყალქვეშა სამლოცველო შეიძლება გარდაიქმნას საცეკვაო მოედნად და სადღესასწაულო ადგილადაც კი.

ამასთანავე სტუმრები მიიღებენ უსაფრთხოების ტურს გაწვრთნილი მყვინთავებისგან და ისწავლიან, რა უნდა გააკეთონ საგანგებო სიტუაციებში.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი