აზიის უმდიდრესმა ადამიანმა კრიკეტის მომავალში მილიარდები ჩადო

ინდოელმა მილიარდერმა მუკეშ ამბანიმ თავის იმპერიას კრიკეტის გარიგება დაამატა.

ამბანის მიერ მხარდაჭერილმა საწარმომ მოიპოვა ციფრული უფლებები ინდოეთის პრემიერ ლიგის (IPL) ეთერში გასვლის შესახებ. გარიგების საფასური 238 მილიარდი რუპიაა (3,05 მილიარდი დოლარი). გარიგება 2027 წლამდე მოქმედებს.

ამით IPL-ის მედიის უფლებების ჯამური ღირებულება რეკორდულ 6,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. სულ რაღაც ხუთი წლის წინ, მსგავსი გარიგება 2,6 მილიარდი დოლარს შეადგენდა.

„დაარსების დღიდან, IPL იყო ზრდის სინონიმი და დღეს არის წითელი ასოების დღე ინდოეთის კრიკეტისთვის“, - განაცხადა ამბანმა „ტვიტერზე“.

IPL კონკურსი ტარდება წელიწადში მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, მაგრამ მისი ღირებულება მედია კომპანიებისთვის გაიზარდა, რადგან გლობალური აუდიტორია საკმაოდ დიდია.

როგორც Bloomberg წერს, მატჩის ღირებულების მიხედვით, IPL-მ ახლა გაასწრო ინგლისის პრემიერ ლიგას და ჩამორჩება მხოლოდ ნაციონალური საფეხბურთო ლიგის რეიტინგს აშშ-ში.

IPL ოფიციალურად 2007 წელს ამოქმედდა და მასში მსოფლიოს საუკეთესო კრიკეტის მოთამაშეები მონაწილეობენ, რომელთა კონტრაქტი საკმაოდ დიდ რიცხვებს მოიცავს.

წყარო: CNN

ეკა დარჩიაშვილი