Bloomberg - რუსეთში 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია მუშაობას აგრძელებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უამრავმა ცნობილმა კომპანიამ გადაწყვიტა, საკუთარი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე შეეჩერებინა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ცნობილი ხდება, რომ ასზე მეტი კომპანია კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას რუსეთში.

Bloomberg-ის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ბიზნესს 116 საერთაშორისო კომპანია კვლავ აგრძელებს.

კვლევის თანახმად, საკონსულტაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში მარტო 90 კომპანიამ მოახდინა ბიზნესის ლიკვიდაცია და თანამშრომლების სხვა ქვეყნებში გადაყვანა.

თუმცა, იელის ინსტიტუტის უფროსი აღმასრულებლების მკვლევარებმა მაისში გამოაქვეყნეს მოხსენება, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსეთიდან წასული კომპანიების უმეტესობისთვის, საფონდო ბირჟაზე მიღებული მოგება ბევრად აღემატებოდა ქვეყნის დატოვების ხარჯებს.

ეკა დარჩიაშვილი