Reuters - ვენესუელამ ევროპისთვის ნავთობის პირველი პარტია მოამზადა

სულ მალე, ვენესუელა ევროპაში 650 000 ბარელის ოდენობის მძიმე ნავთობის ტვირთს გაგზავნის. ამის შესახებ Reuters მონაცემთა ანალიზისა და ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის Refinitiv Eikon ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.

ვენესუელურ ნავთობს იტალიური კომპანია Eni მიიღებს. ეს იქნება ნავთობის პირველი მიწოდება ევროპაში ვენესუელადან, რომელიც აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება, ორი წლის განმავლობაში. მოგვიანებით ლათინური ამერიკის ქვეყანა თავის ნავთობს ესპანურ კომპანია Repsol-ს გაუგზავნის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონმა გააუქმა სანქციები, რომლებიც ხელს უშლიდა აშშ-ისა და ევროპის ნავთობკომპანიების მუშაობას ვენესუელაში.

ეკა დარჩიაშვილი