რუსული ელიტის ახალი გეოგრაფია - სად მოგზაურობდნენ რუსები ომის დაწყებამდე და შემდეგ

The New York Times-ის ცნობით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებამდე და ევროპის საჰაერო სივრცის დაკეტვამდე, მოსკოვიდან მიმავალი კერძო თვითმფრინავები ყველაზე ხშირად პარიზში, მილანსა და ჟენევაში დაფრინავდნენ.

RadarBox.com-ის ცნობით, 24 თებერვლის შემდეგ, მდიდარმა რუსებმა ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში დაიწყეს ფრენა.

c645f54da2-1655545047.jpg

„დაზუსტებულია, რომ თებერვლამდე რუსეთიდან კერძო ფრენების მხოლოდ 3% იყო მიმართული არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ძირითადად დუბაიში. რუსეთისთვის ევროპის საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ, არცერთ სხვა ქვეყანას არ განუცდია რუსების რაოდენობის ისეთი მკვეთრი ნახტომი, როგორც გაერთიანებულ საემიროებს“, - აღნიშნავს NYT.

sankc-1655545067.png

ანალიზი მოიცავს როგორც კერძო თვითმფრინავებს, ასევე კომერციული კომპანიების მიერ იჯარით გაცემულ თვითმფრინავებს, თუმცა თვითმფრინავების უმეტესობა ითვლება კერძო საკუთრებად. ფრენების მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთზე დაწესებულმა შეზღუდვებმა შეცვალა რუსული ელიტის ცხოვრება და ჩვევები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის მთლიანად დახურა.

წყარო: NYT

ეკა დარჩიაშვილი