იაპონია ხელოვნური ხორცის შესაქმნელად რეგლამენტს დაადგენს

იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება განსაზღვროს ხელოვნური ხორცის წარმოების, უსაფრთხოების შემოწმებისა და გაყიდვის წესები. წლის განმავლობაში ამით დაკავდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი - წერს ადგილობრივი გაზეთი Yomiuri.

საქონლის უჯრედიდან ხელოვნური ხორცის გამოყვანის ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია დეტალურადაა ცნობილი. იაპონიის ხელისუფლება კი გააძლიერებს ყურადღებას ამ ტიპის ხორცის უსაფრთხო მიწოდებაზე, რა ტიპის სტანდარტებიც დღეისათვის იაპონიაში არ არსებობს. ამასთანავე, ჯერ ბოლომდე არ არის გამოკვლეული, მოახდენს თუ არა ხელოვნური ხორცის მიღება ნეგატიურ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. ასევე არაა გადაწყვეტილი თვითღირებულების დაწევის საკითხი, რისი მიღწევაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ მასიური წარმოების შემთხვევაში.

როგორც გაზეთი წერს, შტატებში ამ ეტაპზე ანალოგიურ კანონდებლობაზე მუშაობენ, ხოლო სინგაპურმა მსგავსი ტიპის ხორცის წარმოება-გაყიდვაზე ლიცენზია 2020 წელს ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე გასცა.

იაპონიაში მსგავს ტექნოლოგიაზე ტოკიოს უნივერსიტეტთან თამაშრომლობით მუშაობს კორპორაცია Nissin Foods, რომელიც სხვადასხვა ტიპის სასურსათო პორდუქციასაც აწარმოებს. ის გეგმავს უჯრედიდან გამოყვანილი ხელოვნური ხორცის მასობრივი წარმოების დაწყებას უკვე 2025 წლიდან. Yomiuri-ს შეფასებით 2040 წლისთვის ხელოვნური ხორცის გლობალური ბაზარი ამჟამინდელთან შედარებით გაორმაგდება.

კოკა კვირკველია