რუსული ნავთობის ემბარგოს გამო მსოფლიოში „ძალიან რთულ ზაფხულს“ პროგნოზირებენ

მსოფლიო ბაზრები უნდა მოემზადონ „ძალიან რთული ზაფხულისთვის“, იმის გამო, რომ ევროსაბჭომ რუსულ ნავთობს ემბარგო დაუწესა. ამის შესახებ ანალიტიკოს ვიქტორ კატონზე დაყრდნობით გამოცემა Business Insider წერს.

„უახლოეს მომავალში, ამ ყველაფრის ეფექტი იქნება ძალიან დაძაბული ზაფხული“,-განაცხადა კატონმა.

მისი თქმით, საწვავის ფასების შემცირების თითქმის ერთადერთი იმედი შეიძლება იყოს სესხებზე უზარმაზარი საპროცენტო განაკვეთები.

გამოცემაში ნათქვამია, რომ ევროპულ სანქციებს რუსეთზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, ახლა რუსული ნავთობის შეძენა ბევრად უფრო აქტიურად ხდება, ვიდრე უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე. ამავდროულად, საწვავის გაყიდვიდან რუსეთი თვეში დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს იღებს.

ეკა დარჩიაშვილი