სავალუტო ჯიხურებში დოლარის შესაძენი ფასი 2.34 დან 2.38 ლარამდე მერყეობს

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის შესაძენი ფასი 2.34 დან 2.38 ლარამდე მერყეობს.

მონაცემები გუშინდელის მსგავსია და დღეს სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვის კურსი ფაქტობრივად არ შეცვლილა. რაც შეეხება დოლარის გაყიდვის კურსს, სხვადასხვა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ფასი 2.30 დან 2.32 ლარამდე მერყეობს. სავალუტო ჯიხურების ნაწილში აცხადებენ, რომ ვალუტის გადამცვლელთა აქტივობა შედარებით მცირედით, თუმცა მომატებულია.

მათი ინფორმაციით, მოთხოვნა ლარსა და დოლარზე თითქმის თანაბარია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში აქტივობას თვის დასასრულს უკავშირებენ. "თვის დასასრულია, მოქალაქეები ხელფასებს იღებენ და მათ სხვადასხვა გადასახადი აქვთ, შესაბამისად უწევთ ვალუტის კონვერტაცია", - აცხადებენ სავალუტო ჯიხურებში.