დღეიდან რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს კიდევ ზრდის

რუსეთში 22 ივნისიდან საექსპორტო ხორბალზე გადასახადი ერთ ტონაზე მოქმედი 131,6 დოლარიდან 142 დოლარამდე იზრდება. ამასთან, 92,8 დოლარიდან 117,5 დოლარამდე იზრდება გადასახადი ქერზე, სიმინდზე კი 84 დან 86,5 დოლარამდე.

აღნიშნული ტარიფი იმოქმედებს 28 ივნისის ჩათვლით.

გადასახადის ზომა გათვლილია ინდიკაციური ფასების მიხედვით. შესაბამისად, ხორბალზე ფასმა ერთ ტონაზე 399,4 დოლარი შეადგინა, ქერზე 352,5 დოლარი, ხოლო სიმინდზე 308,6 დოლარი.

როგორც ცნობილია რუსეთში მცურავი საბაჟო გადასახადი მარცვლეულზე 2021 წლის 2 ივნისიდან მოქმედებს.

კოკა კვირკველია