სავალუტო კრიზისის დასრულებას დაახლოებით მაისისთვის ვარაუდობენ

სავალუტო კრიზისი დაახლოებით მაისისთვის დასრულდება, - ამის შესახებ "პსპ"-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე ერთი ორთან იქნება. "გიორგი კვირიკაშვილმა კრიზისიდან გამოსასვლელად მოკლევადიანი გეგმა წარმოგვიდგინა. დაახლოებით მაისისთვის სავალუტო კრიზისი აღარ იქნება და იმ პერიოდისთვის ჩემი პროგნოზია – ლარის კურსი იქნება ერთი ორთან", - განაცხადა ოქრიაშვილმა.