ალდაგის ახალი პროდუქტი საგზაო გადამზიდველებისთვის

ალდაგში საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევა (CMR) უკვე შესაძლებელია. ალდაგის ახალი პროდუქტი ერთეული გადაზიდვისთვის არის განკუთვნილი და წინასწარ განსაზღვრული პირობებით ერთი კონკრეტული გადაზიდვის დაზღვევას გულისხმობს.

საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევით სარგებლობა და რისკებისგან დაცვა ნებისმიერ საგზაო გადამზიდავ კომპანიას შეუძლია. ამ პროდუქტის ფარგლებში, ანაზღაურდება ზარალი, რომლის გადახდის ვალდებულება გადამზიდველ კომპანიას CMR კონვენციის შესაბამისად საგზაო გადაზიდვების შესრულების პროცესში ტვირთის ფიზიკური დაზიანების გამო წარმოეშვება. ასევე დაიფარება უშუალოდ კონტეინერის დაზიანება/განადგურება/დაკარგვა.

„პროდუქტის უპირატესობა ის არის, რომ პოლისის შეძენა დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. პოლისი თითოეულ გადაზიდვას ერთჯერადად ფარავს, პრემია კი შესაძლო ფინანსურ ხარჯებთან შედარებით, რომელიც შეიძლება საგზაო გადამზიდველს დაეკისროს, მინიმალურია“- აცხადებენ ალდაგში.

აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი საქართველოში წლებია ლიდერობს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და საერთაშორისო გადამზღვეველი პარტნიორების რეპუტაციით.

(R)