საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

2022 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,81 ათასი ტონა, რაც 0,01 ათასი ტონით ანუ 0,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (1,80 ათასი ტონა) შედარებით და 0,04 ათასი ტონით ანუ 2,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,77 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,33 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,30 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი - 0,23 ათასი ტონა (12,7%); აზერბაიჯანი - 0,11 ათასი ტონა (6,1%), გერმანია - 0,09 ათასი ტონა (5%) და სხვ.

"2022 წლის მაისში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 13,2 ათასი ტონა, რაც 4,8 ათასი ტონით ანუ 57,1%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელთან (8,4 ათასი ტონა) შედარებით და 8,1 ათასი ტონით ანუ 158,8%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის მაისში საავიაციო ნავთის იმპორტის 70,5% (9,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,5% (3,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.