ლენტეხის მერია მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ლენტეხის მუნიციპალიტეიტის მერიის ინფორმაციით, 21 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა .

მათივე ცნობით, დაზიანებულია შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები, ასევე მწყობრიდანაა გამოსული სოფელ მუწდისთან დამაკავშირებელი ხიდი.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე მუხრას ადიდების შედეგად, სოფელ ტვიბთან მისასვლელი საავტომობილო გზა დაზიანებულია.

„პრობლემები შეიქმნა ასევე ხაჩეში-ბავარის მიმართულებით საავტომობილო გზაზე. მოძრაობა ორივე მიმართულებით შეფერხებულია.

სტიქიის ზონაში მობილილზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების აღდგენითი სამუშაოები.

დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი მაქარაშვილი, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი და მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.