Nike რუსულ ბაზარს საბოლოოდ ტოვებს

სპორტული ტანსაცმლის ამერიკული კომპანია Nike რუსულ ბაზარს საბოლოოდ ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის პრეს-რელიზზე დაყრდნობით წერს.

ასეთი გადაწყვეტილება ბრენდმა ქვეყანაში ფუნქციონირების 3-თვიანი შეწყვეტის შემდეგ მიიღო.

„Nike რუსულ ბაზარს სრულად ტოვებს, შესაბამისად, საიტი Nike.com და მობილური აპლიკაცია Nike, ამ რეგიონში ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ცოტა ხნის წინ, ბრენდის მაღაზიები დროებით დაიხურა, მაგრამ ისინი აღარ გაიხსნება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რინ მაისის ბოლოს Nike-მა არ განაახლა ხელშეკრულება Inventive Retail Group-თან (IRG), რომელიც ფლობს ამერიკული საცალო მაღაზიების უმსხვილეს მონობრენდულ ქსელს რუსეთში. მაშინ ბრენდმა ხელშეკრულებაზე უარი რუსეთში საქონლის მიწოდების ორგანიზების შეუძლებლობით ახსნა.

ცოტა ხნის წინ, რუსეთი ტანსაცმლის მწარმოებელმა Marks & Spencer-მა ასევე სამუდამოდ, 17-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

ეკა დარჩიაშვილი