ვენა მსოფლიოს ყველაზე კომფორტულ ქალაქად დასახელდა

ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა ავსტრიის დედაქალაქი, ვენა მესამე წელია, საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად დაასახელა.

მანამდე ვენა 2018 და 2019 წლების რეიტინგშიც ლიდერობდა, რის შემდეგაც, 2020 წელს კოროვირუსული შეზღუდვების გამო ახალი ზელანდიის ოკლენდთან წააგო. დღეს, პირიქით, ახალი ზელანდია აწესებს შეზღუდვებს, ევროპა კი ხსნის.

რეიტინგის ავტორები წერენ, რომ „ვენის მცხოვრებლებს სტაბილურობა და კარგი ინფრასტრუქტურა, ასევე, საიმედო ჯანდაცვის სისტემა, კულტურისა და დასვენების საკმარისი შესაძლებლობები იზიდავს.“

ყველაზე კომფორტული ქალაქების ათეულში უმეტესობა დასავლეთ ევროპიდანაა, როგორიც არის კოპენჰაგენი და ციურიხი. ათეულში, ასევე, კანადისა და ავსტრალიის რამდენიმე ქალაქი შედის.

რაც შეეხება ცხოვრებისთვის ყველაზე არაკომფორტულ ქალაქებს, The Economist ანტირეიტინგის ლიდერად ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლს ასახელებს. მას მოსდევს ნიგერიის დედაქალაქი, ლაგოსი და სირიის დედაქალაქი, დამასკო.

უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო კიევი ამჟამინდელ რეიტინგში ვერ მოხვდა.

რუსეთის ქალაქებმა, მოსკოვმა და სანქტ-პეტერბურგმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ცენზურის ატმოსფეროს გამო რეიტინგში პოზიციები გაიუარესეს. ამასთან, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების გამო პოზიციები დაკარგეს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებმაც, კერძოდ ვარშავამ და ბუდაპეშტმა.

The Economist-ის რეიტინგი ცხოვრების კომფორტულ დონეს მსოფლიოს 172 ქალაქში 30-ზე მეტ ფაქტორზე დაყრდნობით განსაზღვრავს. მათ შორის არის სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა, გარემო, განათლება, ურბანული ინფრასტრუქტურა და ა.შ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ