Doc Martens-ის მძიმე გზა - 3-დოლარიანი ჩექმიდან მილიარდ დოლარიან ბრენდამდე

მას ისეთი ცნობილი ადამიანები იცვამენ, როგორებიც არიან მაილი საირუსი, გვენ სტეფანი, ჯარედ ლეტო, რობერტ პატინსონი და სხვა. საკულტო მოდის პროდუქციის, Doc Martens -ის ისტორია ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ფეხსაცმელმა ათწლეულების განმავლობაში გაიარა ცვლილებები და ზრდა, რადგან თითქმის ყველა კულტურულმა ჯგუფმა მიისაკუთრა ისინი.

საინტერესოა Doc Martens-ის ისტორია - როგორ შექმნა ერთმა პატარა კომპანიამ მთელი მსოფლიოსთვის კულტურული სიმბოლო?

jurtki54ws-1655990431.jpg

დასაწყისი

კლაუს მარტენსი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიის ექიმი იყო. 1945 წელს შვებულებაში ყოფნისას ბავარიის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს, მან ტერფი დაიზიანა. აღმოაჩინა, რომ მისი სტანდარტული საბრძოლო ჩექმები ძალიან არასასიამოვნო იყო დაზიანებული ფეხისთვის. გამოჯანმრთელების დროს შეიმუშავა გაუმჯობესებული ჩექმა რბილი ტყავით და საჰაერო ძირებით. როდესაც ომი დასრულდა და ზოგიერთმა გერმანელმა მათი ქალაქებიდან ძვირფასი ნივთები გაიტაცა, მარტენსმა ფეხსაცმლის მაღაზიიდან ტყავი წაიღო. ამ ტყავისგან მან თვითონ შეკერა ჩექმა ჰაეროვანი ძირებით.

მერტენსი არც ისე კარგად ყიდდა ფეხსაცმლებს, სანამ 1947 წელს მიუნხენში თავის ძველ უნივერსიტეტელ მეგობარს, დოქტორ ჰერბერტ ფანს არ შეხვდა. ფანკი დაინტერესებული იყო ფეხსაცმლის ახალი დიზაინით და მათ თავიანთი ბიზნესი Seeshaupt-ში იმავე წელს დაიწყეს. კომფორტული და გამძლე ძირები დიასახლისებისთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პირველ ათწლეულში გაყიდვების 80% 40 წელს გადაცილებულ ქალებს ეკუთვნოდათ.

1952 წლისთვის გაყიდვები იმდენად გაიზარდა, რომ მათ მიუნხენში ქარხანა გახსნეს. 1959 წელს კომპანია საკმარისად დიდი გახდა იმისთვის, რომ მარტენსი და ფანკი საერთაშორისო მარკეტინგული ფეხსაცმლით გამოსულიყვნენ ბაზარზე. თითქმის მაშინვე, ბრიტანული ფეხსაცმლის მწარმოებელმა R. Griggs Group Ltd. გაერთიანებულ სამეფოში ფეხსაცმლის წარმოების საპატენტო უფლებები იყიდა. გრიგსმა ოდნავ შეცვალა ქუსლი, დაამატა საფირმო ყვითელი ნაკერი და დაარეგისტრირა ძირი, როგორც AirWair.

ის, რაც ოდესღაც ფოსტალიონებს და ქარხნის მუშებს ეცვათ, ნელ-ნელა პოპულარული ხდებოდა. პირველი ცნობილი პირი, ვინც სცენაზე “მარტენსები“ ჩაიცვა, The Who's პიტ თოუნშედი გახდა. მაშინ ეს გამორჩეული ნაბიჯი იყო. უბრალო ფეხსაცმლის ჩაცმა თაუნშენდის მუშათა კლასის პატივისცემას გამოხატავდა, რომელიც მაშინ იმ დროს პოპულარული მოდის წინააღმდეგ აჯანყდა.

თაყვანისმცემლებს მოეწონათ მისი ახალი სახე და მალე ყველა ჯგუფი -სკინჰედებიდან, მუსიკოსებიდან, პანკის, გრანჟის და ქარხნის მუშაკებით დამთავრებული, ყველა ამ ფეხსაცმელს ატარებდა.

tfgjt6sx6iw-1655990459.jpg

პოპ კულტურის ბრენდი

ქალებმა “მარტენსი“ აიტაცეს და მას სხვადასხვა დიზაინიც კი მიახატეს. ამან ქუჩის ორიგინალური ბრენდი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდით, დოქ მარტენსი ყველას ერგებოდა.

აღმავლობა და ვარდნა

1970-იანი წლების ბოლოს, Fabrik Brands-ის თანახმად, სკინჰედების მოძრაობამ და მათმა მიდრეკილებამ ჩექმებისადმი “მარტენსის“ რეპუტაცია შეარყია. ბანდების საყვარელი ფეხსაცმელი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ყალიბდებოდა, სწორედ “არტენსი“ იყო. ჩექმა გახდა ძალადობის, შიშისა და სიძულვილის სინონიმი.

ბედის ირონიით, იგივე ფეხსაცმელს დიდი სიყვარულით ატარებდნენ დიდი ბრიტანეთის პოლიციის ოფიცრები. სწორედ ამან განაპირობა, რომ დროთა განმავლობაში ფეხსაცმლის აღთქმა პოზიტიურად შეიცვალა და ახალი პოპ კულტურის ნაწილი გახდა.

დღეს Doc Martens-ის წყვილი საშუალოდ 130 დოლარად შეგვიძლია შევიზინოთ, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის. Teen Magazine-ის თანახმად, კომპანიამ მეორე ადგილი დაიკავა 2000-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ისეთი ცნობილი სახეების, როგორებიც არიან ჯიჯი ჰადიდი და დაკოტა ჯონსონის დახმარებით Doc Martens დღეს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად და პოპულარულ ფეხსაცმლად ითვლება.

ბრენდი 2021 წლის იანვარში ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3,7 მილიარდ ფუნტად იყო წარმოდგენილი. კლაუს მარტენსის მიერ დაფუძნებულმა ბრენდმა მხოლოდ 2021 წელს 773 მილიონი ევროს ოდენობის მოგება მიიღო.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი