Microsoft რუსეთში ბიზნესს იქამდე შეამცირებს, სანამ მისგან აღარაფერი დარჩება

„კორპორაცია Microsoft რუსეთში თავის ბიზნესს იქამდე შეამცირებს, სანამ მისგან აღარაფერი დარჩება“, - განაცხადა Washington Post-თან ინტერვიუში კომპანიის პრეზიდენტმა, ბრენდ სმიტმა.

მან განმარტა, რომ კომპანიას სურს, დაეხმაროს თავის რუს თანამშრომლებს და ფიქრობს, როგორ გამოხატოს თანადგომა მათ მიმართ.

მარტში Microsoft-მა რუსეთში თავისი საქონლის გაყიდვის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მიზეზად კი, ბუნებრივია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დასახელდა. მაშინ სმიტმა აღნიშნა, რომ Microsoft აქტიურად ეხმარება კიევს კიბერუსაფრთხოებაში, ხოლო ფონდი Microsoft Philanthropies უკრაინელ დევნილებს ეხმარება და მათ ფინანსურ მხარდაჭერაზე ზრუნავს.

ივნისის დასაწყისში Microsoft-მა დააზუსტა, რომ „შეცვლილი ეკონომიკური პრესპექტივების“ გამო, რუსეთში ბიზნესის შეკვეცა სურს, რადგან ის ნეგატიურად აისახება მასზე.

ცნობისათის, კომპანიას რუსულ ბიზნესში 400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა დასაქმებული.

ეკა დარჩიაშვილი