„რუსული კოლას“ ბოთლზე ღვთისმშობელი იქნება გამოსახული

მას შემდეგ, რაც რუსული ბაზრის დიდი ნაწილი „კოკა-კოლამაც“ დატოვა, რუსებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივი შემცვლელის შექმნა. „რუსული კოლა“ - ასე ერქმევა სიახლეს. თუმცა ყურადღებას არა სახელწოდება, არამედ ვიზუალი იპყრობს:

„რუსული კოლას“ ბოთლზე ბალახი და ღვთისმშობლის ხატია გამოსახული. მწარმოებელი მიიჩნევს, რომ სასმელი „ღვთიური“ იქნება და მის ასეთ ვიზუალს, ამ ფაქტორს მიაწერს.

შეგახსენებთ, რომ უახლესი ინფორმაციით, „კოკა კოლა“ რუსული ბაზრის სრულად დატოვებას არ გამორიცხავს. მარტში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისი სასმელებისთვის საჭირო ინგრედიენტების მიწოდებას რუსული ბაზრისთვის წყვეტდა.

ეკა დარჩიაშვილი