საქართველოში ნივრის  წარმოება მცირდება, იმპორტი კი 7-წლიან მაქსიმუმზეა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში ნივრის წარმოება მცირდება, იმპორტი კი 7-წლიან მაქსიმუმზეა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში (იანვარ-მაისი) საქართველომ 781.7 ტონა (415 ათასი აშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, რაც 2015 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

უფრო კონკრეტულად, გასული წლების სტატისტიკა ასე გამოყურება:

  • 2016 წლს (იანვარ-მაისი) – 300 ტონა (355.9 ათასი აშშ დოლარი)
  • 2017 წლს (იანვარ-მაისი) - 266.7 ტონა (249.3 ათასი აშშ დოლარი)
  • 2018 წლს (იანვარ-მაისი) - 95.2 ტონა (59.2 ათასი აშშ დოლარი)
  • 2019 წლს (იანვარ-მაისი) - 167.9 ტონა (101.1 ათასი აშშ დოლარი)
  • 2020 წლს (იანვარ-მაისი) - 430.9 ტონა (296.5 ათასი აშშ დოლარი)
  • 2021 წლს (იანვარ-მაისი) – 269 ტონა (130.6 ათასი აშშ დოლარი)
  • 2022 წლს (იანვარ-მაისი) - 781.7 ტონა (415 ათასი აშშ დოლარი)

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყნებიდან ვყიდულობთ პროდუქტს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 5 თვეში ნივრის იმპორტი განხორციელდა: თურქეთიდან - 391.8 ტონა (196.2 ათასი აშშ დოლარი), ჩინეთიდან - 387 ტონა (217.3 ათასი აშშ დოლარი) და ირანიდან - 2.9 ტონა (1.4 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება წარმოებას, თუ 2021 წელს ქვეყანამ 2,7 ტონა ნიორი აწარმოა, 202 წელს 2, 3 ტონამდე შემცირდა. აქედან, ყველაზე მეტი პროდუქტი შიდა ქართლში იწარმოა, კერძოდ, 1,6 ტონა, შემდეგ მოდის კახეთი - 0,4 ტონა, მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი - 0,1 ტონა. 0, 2 ტონა კი, დანარჩენ რეგიონებზე მოდის.

ნინი ქეთელაური