რას ვყიდით ევროკავშირის ქვეყნებში

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში ევროზონაში 351,955 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 252,302 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით ევროკავშირში.

ტოპ-10 პროდუქტი, რომელის 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 164,978 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 26,165 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 18,059 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 16,827 მლნ აშშ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 14,456 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 12,896 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 9,579 მლნ აშშ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 8,332 მლნ აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების - 6,160 მლნ აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძის - 5,482 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური