აუქციონზე 15 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 25 950 000 ლარი. მათივე ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.280 პროცენტით, მაქსიმალური 9.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.428 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 9.054 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.