3 რაიონი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი იყიდება და გასაყიდი და ქირის ფასიც ყველაზე მაღალია

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. წლიურად გაზრდილია ასევე ფასიც, როგორც გასაყიდი, ასევე ქირა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა და 3 331 ტრანზაქცია დაფიქსირდა თბილისში. რაც შეეხება ფასებს, მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 20%-ით გაიზარდა და 1კვ. მეტრის ღირებულებამ 909 დოლარი შეადგინა. ქირაზე კი ფასი 101%-ით 8.7 აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, არის: ჩუღურეთი - 244%-იანი ზრდა, კრწანისი - 96% და დიდი დიღომი - 92%-იანი ზრდა.

რაც შეეხება ფასს, წინა თვეში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი ყველა რაიონში აღემატებოდა 2021 წლის მაისის მაჩვენებელს. ფასები თბილისში ყველაზე მეტად - 35%-ით გაიზარდა ვაკის რაიონში, მას მოსდევს გლდანი - 28%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი ჩუღურეთია, სადაც ფასი წლიურად 25%-ით არის გაზრდილი.

მეტიც, როგორც კვლევიდან იკვეთება, საანგარიშო პერიოდში დედაქალაქის რაიონებში მაღალი იყო ქირის ფასიც. კერძოდ, ქირა ყველაზე მეტად - 14.2%-ით გაიზარდა ისანში, მას მოსდევს დიდი დიღომი - 13.9%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი სამგორია - ფასის 12.3%-იანი მატებით.

თაია არდოტელი