მელანია ტრამპის ბიზნეს მიღწევები - როგორ გამოიმუშავებს და რაში ხარჯავს მილიონებს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მელანია ტრამპი 50 მილიონ დოლარს ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარი დონალდ ტრამპი 3 მილიარდი დოლარის წმინდა ქონებით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მელანია ახლაც აგრძელებს საკუთარი ფულის გამომუშავებას და ეს საკმაოდ კარგად გამოსდის.

საინტერესოა როგორ შოულობდა მუდამ მიმზიდველი მელანია ფულს თეთრ სახლში შესვლამდე და როგორ აგრძელებს ფულის გამომუშავებას დღეს?

1970 წელს, იუგოსლავიაში, (ამჟამად სლოვენიის ნაწილი), ნოვო მესტოში დაბადებული მელანია კნავსი მოკრძალებულად იზრდებოდა. მამამისი მანქანებით მოვაჭრე იყო, დედა კი საბავშვო ტანსაცმლის კომპანიაში მუშაობდა.

მელანიამ მოდის მიმართ ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. მუდმივად ესწრებოდა მოდის ჩვენებებს ტექსტილის ქარხანაში, სადაც დედა მუშაობდა. მან მოდელობა 16 წლის ასაკში დაიწყო და 2016 წელს ჟურნალ People-ს განუცხადა: ”მე ყოველთვის მიყვარდა მოდა. დედაჩემი მოდის დიზაინერი იყო, ამიტომ ეს ყოველთვის ჩემს სისხლში იყო“.

სკოლის დამტავრების შემდეგ მელანიამ სწავლა ლუბლიანას უნივერსიტეტში, დიზაინისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე გააგრძელა. თუმცა სწავლა პირველი წლის შემდეგ მიატოვა და მუშაობა სამოდელო სფეროში გააგრძელა. პირველ ხანებში იგი გამოდიოდა ჩვენებაზე ევროპის წამყვან მოდის დედაქალაქებში, როგორებიცაა პარიზი და მილანი, სადაც პროფესიონალური გერმანული სახელი "Melania Knauss“ მიიღო. 22 წლის ასაკში სლოვენიური ქალთა ჟურნალ Jana-ს კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა და წლის სახე გახდა. ეს იყო მისი პირველი სერიოზული წარმატება, რამაც მელანიას ცხოვრება შეცვალა.

1996 წელს მელანია საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. 2000 წელს, კარიერის პიკზე ის პოზირებდა Sports Illustrated-ისა და GQ-სთვის. გამოჩნდა მოდის გამოცემების გარეკანზე, როგორიცაა Harper's Bazaar Bulgaria და Vanity Fair Spain.

1998 წელს ნიუ-იორკში მუშაობისას მელანია დონალდ ტრამპს ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდა. წლების განმავლობაში ურთიერთობის შემდეგ, წყვილმა 2005 წელს ტრამპის მარ-ა-ლაგოს სასახლეში იქორწინა.

Steam-ის ფოტო გადაღებები

მთელი თავისი სამოდელო კარიერის განმავლობაში მელანიას არ ერიდებოდა შიშველი პოზირება. 1996 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფრანგულ ჟურნალ Max-ის ფოტოსესიაში, ხოლო 2000 წელს GQ-სთვის დონალდ ტრამპის პირადი თვითმფრინავის ბორტზე პოზირებდა.

მოგვიანებით, როდესაც ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, მელანიას ეს ფოტოები ისევ აქტუალური გახდა. თუმცა, დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაიცვა ცოლი და თქვა: „მელანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო და მან ბევრი ფოტოსესია გადაიღო, მათ შორის გარეკანებისთვის და მთავარი ჟურნალებისთვის. ევროპაში ასეთი სურათები ძალიან მოდური და გავრცელებულია“.

„ელეგანტური“ ბიზნესი

მელანიამ 2010 წელს გამოუშვა საკუთარი სახელობის სამკაულების კოლექცია. სამკაულების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო და 30 დოლარიდან 200 დოლარამდე მერყეობდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო მელანიას სამეწარმეო ძალისხმევისა...

მელანიამ 2013 წელს წარმოადგინა კანის მოვლის ხაზი. ხიზილალაზე დამზადებული კრემები მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრში Lord & Taylor 50-დან 150 დოლარამდე ღირდა და მალევე ყველა გაიყიდა.

2017 წელს FLOTUS-ში გაწევრიანების შემდეგ, მელანიამ განზე გადადო სამკაულები და კანის მოვლის ბიზნესზე ფოკუსირდა.

Associated Press-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წელს მელანიას ამ ორმა ბიზნესმა ერთობლივად 15,000 დოლარიდან 50,000 დოლარამდე გამოიმუშავა.

2017 წელს მელანიამ Getty Images-ის ძველი ფოტოებიდან 1 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

2017 წელს მელანიამ გაზეთ Daily Mail-ის მფლობელებს მას შემდეგ უჩივლა, რაც გამოცემამ 2016 წლის აშშ-ს არჩევნების დროს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა რომ მელანია მოდელის აქტიური კარიერის დროს ესკორტად მუშაობდა. მან მოიგო სასამართლო და Daily Mail-ისგან 150 მილიონი დოლარი მოითხოვა, თუმცა როგორც მოგვიანებით გავრცელდა 3 მილიონზე ნაკლები მიიღო.

NFT პროექტები

2021 წლის დეკემბერში, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მისი პირველი მსხვილი პროექტის ფარგლებში, მელანიამ გამოუშვა საკუთარი შეუცვლელი ტოკენის (NFT) პლატფორმა ციფრული ხელოვნების გასაყიდად. 2022 წლის იანვარში მან გამოუშვა თავისი NFT სახელმწიფოს მეთაურის კოლექცია, სადაც მონაწილეობდა სპეციალურად შექმნილი თეთრი ქუდი, რომელიც მელანიას 2018 წელს, თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და მისი მეუღლის მიღების დროს ეკეთა.

მელანია და დონალდი მრავალ მდიდრულ ვილებს ფლობენ. ყოფილ პირველ ლედის ასევე აქვს საკუთარი კერძო საკუთრება. 2016 წელს მან ნიუ-იორკის Trump Tower-ის 33-ე სართულზე ,5 მილიონ დოლარად ბინა შეიძინა.

ის ასევე იზიარებს 100 მილიონი დოლარის პენტჰაუსს მეუღლესთან და მათ შვილ ბარონთან ერთად.

გავრცელებული ინფორმაციით, მელანიამ FLOTUS-ის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ტანსაცმელზე 1 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. მის ყველაზე ძვირად ღირებულ კოსტიუმებს შორის იყო 7 995 დოლარის მოციმციმე Monique Lhuillier-ის კაბა და მაიკლ კორსის 9 590-დოლარიანი სამოსი, რომელიც მას კონგრესში ეცვა.

როდესაც მელანია დაქორწინდა, მისი Dior-ის საქორწილო კაბა 100 000 დოლარი ღირდა, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ საქორწილო კაბად აქცევს. კაბა მორთული იყო 1 500 ბრილიანტითა და მარგალიტით, მის შექმნას 500 საათზე მეტი დასჭირდა. თავად ქორწილი, დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი დაჯდა.

მელანიას უყვარს არა მხოლოდ ძვირად ღირებული ტანსაცმელი, არამედ ექსტრავაგანტული სამკაულები. იგი ფლობს 68,500 დოლარად შეფასებულ Cartier Panthere-ის ყელსაბამს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი