ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის ფასმა დაიკლო

თბილისში, ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის გასაყიდმა ფასმა შედარებით დაიკლო.

ფასი 2.28-დან 2.32-მდე მერყეობს. ჯიხურების ნაწილში ნარჩუნდება გუშინდელი გასაყიდი ფასიც - ერთი დოლარი 2.37 ლარი. ფასის შემცირებას საქართველოს ეროვნულ ბანკში დღეს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც ლარი დასტაბილურებას დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს ახალ გაცვლით კურსს დაადგენს. მოქმედი კურსი კი 2.26 ლარია.