"ჭკვიანი" დოლბანდი ექიმს უკავშირდება

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი, "ჭკვიანი" დოლბანდი შექმნეს.

1. მას შუძლია ჭრილობაზე თვალყურის დევნება

ელექტრონულ დოლბანდს, ექიმის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე შეუძლია შეხორცების პროცესის კონტროლირება. მასში დამონტაჟებულია მრავალრიცხოვანი სენსორები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ იარაში ჟანგბადის, მჟავიანობისა და ტემპერატურის ცვილებებს.

2. მას შეუძლია, ჩაერთოს შეხორცების პროცესში, თუკი საქმე ცუდად წავა

დოლბანდის შიდა მხარეზე განლაგებულია მცირე ზომის კონტეინერები წამლებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იარას მიეწოდება.

3. მას შეუძლია ექიმთან დაკავშირება

დოლბანდს შეუძლია ექიმის კომპიუტერზე სიგნალების გაგზავნა. ჭრილობაში ანთებითი პროცესის დაწყების შემთხვევაში, ექიმი კომპიუტერზე თითის დაჭერით ჭრილობაში ანტიბიოტიკს ჩაუშვებს.

ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა "ჭკვიანი" დოლბანდი ექიმის ყოველდღიური რუტინის ნაწილი. ამისთვის მეცნიერებს დამატებითი ფინანსების მოპოვება მოუწევთ. თუკი, დოლბანდი "გამოცდას" კარგად ჩააბარებს, იგი გაყიდვაში დაახლოებით 2 წელიწადში ჩაეშვება.