აშშ დოლარის ახალი ოფიციალური კურსი 2.2635 ლარია

აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.2635 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად, ხვალიდან, 26 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2635 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2619 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 11 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს.

გასული წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული მიმდინარე წლის 24 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 160 000 000 დოლარი გაყიდა.