რუსეთმა ჯო ბაიდენის ცოლსა და შვილს სანქციები დაუწესა

რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცოლს, ჯილ ბაიდენსა და ქალიშვილს, ეშლი ბაიდენს სანქციები დაუწესა.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. „სტოპ-ლისტი“ გააფართოვა და მასში, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ჯილ და ეშლი ბაიდენებიც შეიყვანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი არის „პასუხი რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ აშშ-ის მუდმივად გაფართოებად სანქციებზე".