აკვარიუმის “დრაკონი“ - ყველაფერი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული თევზის შესახებ, რომლის გაყიდვაც სხვა ქვეყნებში მკაცრად კონტროლდება

აზიური აროვანა, ასევე ცნობილი როგორც თევზი “დრაკონი“, ყველაზე ძვირად ღირებული აკვარიუმის თევზია მსოფლიოში. იგი ძვირფასად მისი წითელი და ოქროსფერი შეფერილობის გამო ითვლება. თუმცა ყველაზე გამორჩეული ალბინოსი აროვანაა, რომელიც 2009 წელს 300 000 დოლარად გაიყიდა.

ადამიანების უმეტესობა, ვინც “დრაკონ“ თევზს ყიდულობს, საშუალო კლასის ჩინელი მამაკაცები არიან, რომლებიც თევზს სტატუსის გამო აგროვებენ.

აროვანა - ეს არის მტკნარი წყლის თევზი, რომელშიც ადამიანები ათიათასობით დოლარს იხდიან. მის ფასს ზრდის ის ფაქტიც, რომ თევზი გადაშენების პირასაა.

Businessinsider -ის ინფორმაციით, თევზს “დრაკონი“ იმის გამო დაერქვა, რომ აკვარიუმში ცურვისას, მისი ფარფლების შეფერილობა იცვლება და დრაკონს წააგავს. დღეს თევზი იმდენად ძვირფასია, რომ სელექციონერები მათ ბეტონის კედლების ფენებით, მცველი ძაღლებითა და დარაჯებით იცავენ. დაუჯერებელია, მაგრამ არსებობს კოსმეტიკური ქირურგიის ბაზარიც კი, სადაც თევზის გარეგნულ სრულყოფას აწარმოებენ. მაგალითად, როგორიც არის ნიკაპის აწევა ან თვალის ფორმის შეცვლა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე, მალაიზიაში აროვანას ძირითადად აკონსერვებდნენ და საკვებად იყენებდნენ. იგი 1967 წელს, აკვარიუმით მოვაჭრე მოგზაურმა შეამჩნია. ჩრდილოეთ მალაიზიაში, მკვდარი აროვანა საკვების ბაზარში ნახა და ისე მოეწონა, რომ სახლში გასაზრდელად ეძებდა. 1980-იანი წლებისთვის, აროვანები გამოჩნდა ტაივანში და საბოლოოდ მთელ აზიაში. თევზის წითელი და ოქროს ჯიშები რამდენიმე აზიურ კულტურაში იღბლისა და სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. ყოველივე ამან შექმნა მითი თევზი “დრაკონის“ შესახებ, რომ მას ადამიანისთვის იღბალი და კეთილდღეობა მოაქვს.

დღესდღეობით, ახალი ფერების კომბინაციების მოშენება ძალიან პოპულარულია. მაგალითად, აროვანა “წითელი წიწაკა“, რომელსაც მოწითალო ელფერი დაჰკრავს, 1400 დოლარად იყიდება. ზურმუხტისფერ-იისფერი დაახლოებით 12,000 დოლარი ღირს. ალბინოსი აროვანა კი 2009 წელს 300 000 დოლარად გაიყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ აზიაში დრაკონის თევზის ლეგალურია, ასე არ ხდება სხვა არააზიურ ქვეყნებში. მაგალითად, შეერთებულ შტატებში აროვანა მხოლოდ შავ ბაზარზე იყიდება. მისი გატანა სხვა ქვეყანაში ლეგალურად აკრძალულია. ბევრი ადამიანი ამის გამო დააკავეს კიდეც.

თეონა რამაზაშვილი