კიევში ზოგიერთი პროდუქტის გაცემაზე შეზღუდვები დაწესდა

კიევის სუპერმარკეტების ზოგიერთმა ქსელმა სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა.

უკრაინული მედიის ცნობით, ერთ ხელზე ორ ბოთლზე მეტი მზესუმზირის ზეთი, ორი შეკვრა წიწიბურა არ გაიცემა. ზოგიერთ მაღაზიაში კი ერთ ადამიანზე ფქვილსა და შაქარს მხოლოდ 3-დან 5 კილოგრამამდე ყიდიან.

რაც შეეხება პურს, ბრინჯს, კარტოფილს, ხორცსა და რძეს, ეს პროდუქტი ამ ეტაპზე თავისუფლად გაიცემა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის დახლებზე მათი რაოდენობა შემცირდა.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით გრივნას კურსი დოლართან მიმართებაში ისევ დაეცა და ერთი დოლარის ღირებულებამ 35,40 გრივნა შეადგინა.