"მაგთი" ტარიფებს ცვლის

"მაგთი" ტარიფებს ცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, აბონეტებს განახლებული პირობებით სარგებლობა 3 აგვისტოდან მოუწევთ.

ცვლილებების თანახმად, სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე საქართველოში - წუთი 24 თეთრი იქნება, შესაბამისად, უქმდება, ზარის წარმოწყება 12 თეთრი.

უფრო დეტალურად, 3 აგვისტოდან შემდეგი ტარიფები იმოქმედებს:

  • სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე საქართველოში - წუთი 24 თეთრი
  • ზარის წამოწყება - 12 თეთრი
  • SMS/MMS საქართველოში - 6 თეთრი
  • მობილური ინტერნეტი: 1 მბ - 10 თეთრი
  • საერთაშორისო ზარის ღირებულება - 35 თეთრიდან
  • SMS საზღვარგარეთ - 24 თეთრი

ულიმიტო მობილური ინტერნეტის აქციები გრძელდება განახლებული პირობებით:

  • ულიმიტო ინტერნეტ-თვე - 32 ლარი
  • ულიმიტო ინტერნეტ-კვირა - 9 ლარი
  • ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე - 2 ლარი

ოპტიკური ინტერნეტი:

მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე.ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი / 30 დღე. აქციის მოქმედების ვადა - 30.11.22-ის ჩათვლით.

დეტალურად იხილეთ ბმულზე.

ნინი ქეთელაური