"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს

"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს.

"თეგეტა მოტორსის" ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, სერვის ცენტრში 12:00 საათამდე მისული მომხმარებელი საავტომობილო ზეთებზე, ავტოსათადარიგო ნაწილებზე და სერვისზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს. მათივე ცნობით, აქცია თბილისის მასშტაბით არსებულ "თეგეტა მოტორსის" ყველა სერვის ცენტრში მოქმედებს, განკუთვნილია მსუბუქი ავტომობილებისთვის და ძალაშია 1 აპრილამდე.

როგოროც კომპანიაში აცხადებენ, აქციის დროს ასევე იმოქმედებს 0%-იანი განვადებაც. "თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრები მომხმარებელს პროდუქტებისა და მომსახურების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. აქ წარმოდგენილია პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალ სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის მომსახურება; კვალიფიციური სპეციალისტების, ინოვაციური ტექნოლოგიების და ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით", - აცხადებენ "თეგეტა მოტორსში".