რე|ბანკის და Mastercard-ის ქეშბექის ერთობლივი აქცია ტოპ|ქარდის მომხმარებლებისთვის

1 ივლისიდან - 31 აგვისტოს ჩათვლით ტოპ|ქარდის ყველა მომხმარებელი ჩართვება რე|ბანკის და Mastercard-ის ქეშბექის ერთობლივ აქციაში. ფიქსირებული 10% ქეშბექი დაბრუნდება ტოპ|ქარდით ყველა გადახდაზე საქართველოს მასშტაბით აგროჰაბში, ავერსის, ჯიპისის და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში, ასევე გალფის, ვისოლის და სოკარის ბენზინგასამართ სადგურებში.*

ამასთან, აღნიშნულ ობიექტებში გადახდილი თანხა თანაბრად გადანაწილდება 3 თვეზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტური 0%. ქეშბექის და თანხის გადანაწილების პირობა იმოქმედებს ფასდაკლების და ლოიალობის ბარათების გამოყენების შემთხვევაშიც.

ქეშბექის აქციას ეტაპობრივად დაემატებიან სხვა კომპანიებიც, რის შესახებაც რე|ბანკი დამატებით გაავრცელებს ინფორმაციას.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ გონივრულად და ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება მრავალჯერადად.

რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი სადგურები და სხვა. თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება ტოპ|ქარდით შოპინგისას თითოეულ სავაჭრო ობიექტზე შეგიძლიათ გაიგოთ რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3QYfWl5 , ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:

თბილისი, პეკინის გამზირი #19

თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ

ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55

ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.

* ქეშბექის მაქსიმალური ოდენობაა 50 ლარი თვეში. ქეშბექის დაბრუნება მოხდება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

NS