ვლადიმერ პუტინი - სანქციები რუსეთს და ბელარუსს ინტეგრაციის დაჩქარებისკენ უბიძგებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, დასავლეთის სანქციები რუსეთს და ბელარუსს ინტეგრაციის დაჩქარებისკენ უბიძგებს, რაც, მისი თქმით, სანქციებისგან გამოწვეული ზარალს მინიმუმამდე დაიყვანს.

„რუსეთი და ბელარუსი აგრძელებენ თანამშრომლობის ზრდას პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სანქციების უპრეცედენტო ზეწოლა გვიბიძგებს ინტეგრაციის დაჩქარებისკენ. ერთად უფრო ადვილია უკანონო სანქციების ზარალის მინიმუმამდე დაყვანა,“ - განაცხადა პუტინმა რუსეთ-ბელარუსის ყოველწლიურ ფორუმზე ვიდეომიმართვისას.

პუტინის თქმით, ერთობლივი პროგრამები მიზნად ისახავს ორი ქვეყნისთვის თანაბარი ეკონომიკური პირობების შექმნას და „საფინანსო ბაზრისა და სატრანსპორტო ბაზის საიმედო ჩარჩოს შექმნის“.