აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ ბაქოში, აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გამართა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნეს ფორუმი (EUGBC) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოსთან - AZPROMO, ASK-თან (აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეწარმეთა (დამსაქმებელთა) ორგანიზაციების ეროვნული კონფედერაცია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით გამართა.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები იყვნენ: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, აზერსუნი, აზერბაიჯანის სავაჭრო ინდუსტრიული პალატა, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, პრაიმ მარინი, ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონა.

ხოლო პარტნიორები იყვნენ: გრინვილი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი, ჯეოსილქროუდი, რუსთავის აზოტი, აკუსტიკო.

ფორუმს დაესწრო 40 ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი ქართული მხრიდან და 100 კომპანია აზერბაიჯანული მხრიდან.

მონაწილე კომპანიები წარმოადგენდნენ საქმიანობის სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა საინვესტიციო პარტნიორები/თიზები/იურიდიული/საკონსულტაციო კომპანიები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, საკვები და სასმელი, სადისტრიბუციო მომსახურება, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ჯანმრთელობა და მედიცინა, აქსესუარები.

ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რათა გაეცნოთ თავიანთი პოტენციალი საექსპორტო მიმართულებებზე და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ფორუმი პანელის სესიებით გაიხსნა, რასაც მოჰყვა პრეზენტაციები. ღონისძიება გაგრძელდა B2B შეხვედრებით ორი ქვეყნის კომპანიის წარმომადგენლებს შორის პოტენციურ პარტნიორებთან შესახვედრად.

ფორუმის დასასრულს გაიმართა ქართული პროდუქციის ექსპოზიცია.