მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები, რომლებიც ჩრდილში ცხოვრებას ამჯობინებენ

აშკარაა, რომ ოჯახური კავშირები აღარ არის ერთადერთი გზა ახალგაზრდა ასაკში მილიარდერის სტატუსის მისაღწევად. ამას Forbes-ის მილიარდერების 2022 წლის სიაც მოწმობს.

თანამედროვე სამყაროში, ქვეყნებში, სადაც საშუალო დონის მოსახლეს იდეის რეალიზაციის ყველა პირობა აქვს, მარტივად შეუძლია მიაღწიოს წარმატებას ფინანსურ სფეროში. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებს 34 წლამდე მილიარდერებს:

რიანა, 34 წლის - 1,7 მილიარდი დოლარი

რიანამ, იგივე რობინ ფენტიმ მიუხედავად წარმატებული მუსიკალური კარიერისა, პირველი მილიარდი მისი კოსმეტიკის ხაზით Fenty Beauty -ით გამოიმუშავა. ამჟამად ის არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალი. Fenty Beauty- მ 2020 წელს 550 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. რიანა ასევე ფლობს 30% -ს თეთრეულის ბრენდის Savage X Fenty-ში, რომელიც ახლახან 3 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ბობი მერფი, 33 წლის - 3 მილიარდი დოლარი

ბობი მერფიმ დააარსა აპლიკაცია Snapchat, რომელსაც ყოველდღიურად 293 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.მერფი, რომელიც დაქორწინებულია კელსი ბეიტმენზე, ტექნიკურ წრეებში ცნობილია, როგორც „მშვიდი ტექნიკური გენიოსი“ და საკმაოდ ჩაკეტილად ცხოვრობს.

პატრიკ კოლისონი, 33 წლის– 9,5 მილიარდი დოლარი

პატრიკ კოლისონი თავის ძმასთან ჯონთან ერთად ონლაინ გადახდების პროგრამული პლატფორმის Stripe-ის თანადამფუძნებელია. ირლანდიელი ძმები თინეიჯერობის ასაკში უკვე თვითშემდგარი მილიონერები იყვნენ, მათ 2008 წელს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Auctomatic Live Current Media-ს 5 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. ისინი ახლა Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 195-ე ადგილზე არიან.

უილიამ ჰოკეი, 32 წლის – 1,4 მილიარდი დოლარი

უილიამ ჰოკეიმ გადახდების კომპანია Plaid ზაკ პერეტთან ერთად 2012 წელს დააარსა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოკეიმ კომპანიის დირექტორისა და პრეზიდენტის როლი 2019 წელს დატოვა, ის კვლავ გამგეობის წევრია.

ჯო ლაუ, 32 წლის – 2,4 მილიარდი დოლარი

სტენფორდის კურსდამთავრებულმა ჯო ლაუმ თავისი კარიერა აპლიკაციების შემუშავებაში მარტივი იდეით დაიწყო: მას სურდა შეექმნა აპლიკაცია, რომელიც ლანჩზე მეგობრებთან შეხვედრას გაუადვილებდა. Down To Lunch, რომელიც მან ნიკილ ვიშვანათანთან ერთად შექმნა, 2015 წელს ამუშავდა და მალე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური აპლიკაცია გახდა მსოფლიოში.

ევან შპიგელი, 32 წლის – 3,2 მილიარდი დოლარი

ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ევან შპიგელმა, Snapchat-ი თავის კოლეჯის მეგობარ ბობი მერფისთან ერთად შექმნა. წყვილს იდეა 2011 წელს წვეულებაზე გაუჩნდა და ახლა მას ყოველდღიურად 293 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. იგი 2017 წელს ავსტრალიელ სუპერმოდელ მირანდა კერზე დაქორწინდა და წყვილი ბრენტვუდში, ლოს ანჯელესში ცხოვრობს ერთად. შპიგელი მილიარდერი 25 წლის ასაკში გახდა.

ალექს ატალა, 30 წლის – 2,2 მილიარდი დოლარი

სტენფორდის კურსდამთავრებული ალექს ატალა არის NFT ბაზრის OpenSea-ს თანადამფუძნებელი, რომელიც მან 2018 წელს დევინ ფინზერთან ერთად დაიწყო. ატალა არის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც 2022 წლის დასაწყისში შეფასდა 13,3 მილიარდ დოლარად შეფასდა.

სემ ბანკმენ-ფრიდი, 30 წლის – 20,5 მილიარდი დოლარი

სემ ბანკმენ-ფრიდი სტენფორდის სამართლის პროფესორის შვილია. ის ფიზიკას MIT-ში გარი ვანგთან სწავლობდა, რომელთანაც 2019 წელს დააარსა კრიპტოვალუტის ბირჟა FTX. როდესაც 2021 წელს, ინვესტორებმა FTX 18 მილიარდ დოლარად შეაფასეს, ბანკმე-ფირიდ ისტორიაში ერთ-ერთ უმდიდრეს ახალგაზრდა მილიარდერად შევიდა.

გარი ვანგი, 29 წლის – 5,8 მილიარდი დოლარი

გარი ვანგმა კრიპტოვალუტის ბირჟა FTX სემ ბანკმენ-ფრიდთან ერთად 2019 წელს დააარსა. იქამდე ვანგი მუშაობდა Google-ში, სადაც ააშენა სისტემები, რომლებიც შექმნილია გლობალური ფრენების ფასების გაერთიანებისთვის. Wang ფლობს ბირჟის დაახლოებით 16%-ს და მისი აშშ-ს ოპერაციების 18%-ს.

პალმერ ლაკი, 29 წლის - 1,4 მილიარდი დოლარი

პალმერ ლაკი სულ რაღაც 19 წლის იყო, როდესაც 2012 წელს ვირტუალური რეალობის კომპანია Oculus VR დააარსა. ორი წლის შემდეგ მან გაყიდა ბიზნესი Facebook-ზე 2 მილიარდ დოლარად.

კატარინა ანდრესენი, 27 წლის – 1,2 მილიარდი დოლარი

2007 წელს კატარინა ანდრესენმა და მისმა უმცროსმა დამ ალექსანდრამ მემკვიდრეობით მიიღეს ოჯახის მიერ დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის 42%. იგი მართავს ჰეჯ-ფონდებს და არის აქტიური ინვესტორი სკანდინავიურ საფონდო ბირჟაზე.

ალექსანდრა ანდრესენი, 25 წლის – 1,2 მილიარდი დოლარი

ნორვეგიელი მემკვიდრე ალექსანდრა ანდრესენი დაიბადა ოსლოში 1997 წელს და გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 19 წლის ასაკში, როდესაც მან მემკვიდრეობით მიიღო ფერდის, მისი ოჯახის საინვესტიციო კომპანიის 42%.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი