Tesla კალიფორნიის ოფისს ხურავს

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla მის ერთ-ერთ მთავარ ოფისს ხურავს. ის კალიფორნიაში მდებარეობს და აღნიშნული გადაწყვეტილება 200 თანამშრომლის გათავისუფლებას გამოიწვევს. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გაზეთის ინფორმაციით, ხარჯების შემცირების მიზნით კომპანია ხურავს ოფისს ქალაქ სან-მატეოში და იქ დასაქმებულების ნახევარს ამის შესახებ უკვე აცნობა. ნაწილი კი კომპანიის სხვა ოფისებში გადანაწილდება. გამოცემის ცნობით, გათავისუფლებული პერსონალის უმეტესობა ავტოპილოტის სისტემაზე მუშაობდა.

მანამდე კომპანია Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აქვს „ცუდი წინათგრძნობა ეკონომიკის მიმართ“ და თქვა, რომ კომპანია მომდევნო სამ თვეში დასაქმებულების 10%-ს დაითხოვდა.

კოკა კვირკველია