უკრაინამ 154 მლნ დოლარის რუსული აქტივები დააკავა

უკრაინამ 154 მლნ დოლარის ღირებულების რუსული ჰოლდინგების კუთვნილი აქტივები დააკავა.

უკრაინის შსს-ს ცნობით, დაკავებულია კორპორაციული აქტივები ისეთი კომპანიების, როგორებიცაა: Ростех, Татнефть, Русал და Группа ГМС. უკრაინის შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულ აქტივებს შეეძლოთ უკრაინის წინააღმდეგ საქმიანობის წარმოება.

ამასთან, მანამდე გახდა ცნობილი, რომ უკრაინამ საკუთრებაში დაიტოვა რუსული კომპანია Татнефт-ის კუთვნილი 115 ობიექტი, 118 ბენზინმზიდი და ავტომობილი. დაკავებული ქონების ღირებულება 82 მლნ დოლარად იყო შეფასებული.

კოკა კვირკველია