ნავთობის ფასი შემცირდა

აშშ-ის ნავთობის მარაგის ზრდის ფონზე, მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ დაეცა.

”როიტერის” ინფორმაციით, ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი ლონდონის ბირჟაზე ICE Futures 21 ცენტით გაიაფდა და ბარელზე 61,42 დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი WTI-ის ნავთობის ფასმა 34 ცენტით დაიკლო და 50,65 დოლარს მიაღწია.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დღევანდელ ვარდნას ექსპერტები აშშ-ში ნავთობის მარაგის გაზრდას უკავშირებენ.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 2%-ით - 8,4 მლნ ბარელამდე გაიზარდა და 434,1 მლნ ბარელს მიაღწია.

1,3%-ით, 3,1 მილიონი ბარელით შემცირდა ბენზინის მარაგები, რომელმაც 240 მლნ ბარელი შეადგინა.

გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები, რომელიც 696.0 მლნ ბარელს შეადგენს.