სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი 2.23-დან 2.25 ლარამდე მერყეობს

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის შესაძენი ფასი 2.23-დან 2.25 ლარამდე მერყეობს.

გუშინდელ დღესთან შედარებით, დოლარის შესაძენი ფასი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა. რაც შეეხება დოლარის გაყიდვას, ვალუტის გადამცვლელ სხვადასხვა ჯიხურში მოქალაქეებს 2.15- 2.20 ლარად შეუძლიათ.

სავალუტო ჯიხურების ნაწილში აცხადებენ, რომ ვალუტის გადამცვლელთა აქტივობა, მიუხედავად კურსის ცვლილებისა, არ გაზრდილა. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის კურსის დაკლებას, მათ უჭირთ მიზეზის თქმა, თუ რამ განაპირობა კურსის ცვალებადობა.

აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.2635 ლარია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად, , 26 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2635 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2619 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.