ყველაზე იაფი რესტორნები რომში, სადაც საოცარი კერძები ორი ადამიანისთვის 10-დან 15 ევრომდე ღირს

რომი არის ქალაქი, რომელიც სავსეა მაღალი ხარისხის რესტორნებით და საკვებით. სეზონზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომს უმრავი ტურისტი სტუმრობს, ბიუჯეტი კი ყველას სხვადასხვა აქვს. თუმცა, არსებობს ადგილები და კერძები, რომელიც ქალაქში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ და დააგემოვნოთ.

ბევრი ადგილია, სადაც ორ ადამიანზე გაწერილ მენიუს სააქციო ფასებში შეხვდებით. ეს მოკლევადიანი შეთავაზებებია, თუმცა თუ არ გაგიმართლათ და ვერ იპოვეთ, ნუ ინერვიულებთ, რადგან სწორედ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ საუკეთესო და იაფ კერძებს რომში.

ქუჩის საჭმელი და პიცა შესანიშნავი ვარიანტია ფულის დასაზოგად, მაგრამ თქვენ ალბათ, აუცილებლად მოგინდებათ მაკარონი amatriciana და ერთი ჭიქა ღვინოც.

წარმოგიდგენთ ყველაზე იაფ რესტორნებს რომში:

ქუჩის პატარა საკვები ობიექტი Trapizzino ბაგეტზე მომზადებულ სხვადასხვა სახის უგემრიელეს ხემმს ორ ადამიანს 10 ევროდ სთავაზობს.

La Romana -ს ნაყინი, სხვადასხვა გასაფორმებელი ინგრედიენტებით, ორი ადამიანისთის 6 ევრო ღირს.

Antico Forno Roscioli ორ ცალ უგემრიელეს და გიგანტურ პიცას 15 ევროდ გთავაზობთ.

ხელით მომზადებული, იტალიური პასტა Pastasciutta-ის 2 ულუფა 10 ევრო ღირს.

Mizzica -ს და Sant'Eustachio il Caffè საკონდიტროებში 15 ევროდ აუარება დესერტს გთავაზობთ.

Caffè Perù 10 ევროდ 2 პერსონაზე საკმაოდ ნოყიერ მენიუს ყიდის.

საოცრად გემრიელი სხვა კერძების და რესტორნების ჩამონათვალი, რომელთა ფასი 2 ადამიანზე 10-დან 15 ევრომდე მერყეობს შეგიძლიათ იხილოთ: https://www.zomato.com/roma/best-restaurants?cft=0&page=5

შედარებით მაღალი კლასის 5 რესტორანი იმავე ბიუჯეტში ასე გამოიყურება:

1. Pasta Chef

კლასიკური მზარეულები ლეოპოლდო ფრიჟერიო და მაურო პოდდესუ Pasta Chef-ში მაღალი ხარისხის კერძებს გთავაზობენ. რესტორანს აქვს ორი ფილიალი - ერთი მონტიში და მეორე ებრაულ გეტოში. აქ ყველაფერი ორგანულია, მათ შორის ერთჯერადი თეფშები და დანა-ჩანგალი. მაკარონის კერძების დიდი ნაწილი, როგორიცაა კარბონარა და პესტო, დაახლოებით 7 ევრო ღირს, ხოლო ახალი ტალიოლინი კრევეტებით მხოლოდ 10 ევრო ღირს.

2. Suppli

Suppli-ში თითქმის ყოველთვის ხალხმრავლობაა. განთქმული თავისი საკვებით, ეს პოპულარული ადგილი გთავაზობთ ხაჭოს, ხრაშუნა, ღრმად შემწვარ ბრინჯს და სხვა უამრავ პიკანტურ კერძს. მენიუში ასევე წარმოდგენილია მაკარონი, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ისინი იცავენ რომაულ ტრადიციებს თევზის მირთმევის შესახებ და მათ მხოლოდ სამშაბათს და პარასკევს გთავაზობენ.

3. Roscioli

Roscioli რომში ცნობილი სახელია. რესტორანი კამპო დი ფიორის მახლობლად მდებარეობს. Forno Roscioli Pietro-ს აქვს ღუმელში გამომცხვარი ცხელი პიცა, ბიანკა და ნამცხვრები.

4. Mercato Centrale

Mercato Centrale ღიაა კვირაში შვიდი დღე, დილის 7:00 საათიდან შუაღამემდე. რესტორანს აქვს ღვინის მაღაზია და საოცარი სამზარეულო. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ მაკარონი თეთრი ტრიუფელით 20 ევროდ.

5. Secondo Tradizione

რესტორანი Secondo Tradizione გვთავაზობთ ხარისხიან საკვებს. მენიუში შეხვდებით ჭარხლის სპაგეტსა და ტუნას ტარტარს, შემწვარ ხორცს და ყველის თეფშებს.

წყარო: devourtours.com

თეონა რამაზაშვილი