უკრაინა მარცვლეულის კარგ მოსავალს ელოდება

უკრაინის მარცვლეულის ასოციაციამ УЗА 4,4%-ით გაზარდა ქვეყნის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების მოსავლის პროგნოზი, მაისის პროგნოზთან შედარებით. ახალი გათვლების მიხედვით, ქვეყანა წელს 69,4 მლნ ტონა მოსავალს ელოდება, მაშინ როცა მაისის მოლოდინი იყო 66,5 მლნ ტონა. ამასთან, დამუშავებული ნათესების ფართობმა 19,1 მლნ ჰექტარი შეადგინა.

УЗА-ს მონაცემებით, ქვეყნის მარცვლეულის ექსპორტმა 2022-2023 წლებში შესაძლოა, 31,5 მლნ ტონა შეადგინოს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გაზრდის მის ექსპორტირებას დასავლეთის სახმელეთო საზღვრიდან. არსებული გამტარიანობის მოცემულობით კი ეს მაჩვენებელი 25-30 მლნ ტონა იქნება.

УЗА-ს პროგნოზით, 2022 წელს ქვეყანა ელოდება 20,8 მლნ ტონა ხორბლის მოსავალს, 27,3 მლნ ტონა სიმინდის, 6,6 მლნ ტონა ქერის, 9 მლნ ტონა მზესუმზირის, 2,2 მლნ ტონა სოიოს და 1,5 მლნ ტონა რაფსის მოსავალს.

ოფიციალური ცნობით, 2021 წელს უკრაინამ რეკორდული მოსავალი მიიღო, რომლის მოცულობა 85,7 მლნ ტონა იყო, რაც 32%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. ქვეყანაში სულ 32,07 მლნ ტონა ხორბალი, 41,87 მლნ ტონა სიმინდი და 9,42 მლნ ტონა ქერის მოსავალი აიღეს. ასევე წელს 16,38 მლნ ტონა მზესუმზირა, 10,8 მლნ ტონა შაქრის ლერწამი, 3,5 მლნ ტონა სოო, 2,92 მლნ ტონა რაფსი და 42 ათასი ტონა სელის მოსავალი მიიღეს.

კოკა კვირკველია